შაუმიანის N2 საჯარო სკოლას სამი უფროსი მასწავლებელი შეემატა
27-09-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლას წელს სამი უფროსი მასწავლებელი შეემატა. 

სტატუსი დირექტორმა, ანაიდა რესტევანიანმა და პედაგოგებმა - ელიზავეტა ანტონიანმა და ემა კარაპეტიანმა მოიპოვეს. 

სკოლაში მათი პროფესიული წინსვლა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენს სკოლას კიდევ სამი უფროსი მასწავლებელი ჰყავს. კოლეგებო, გილოცავთ, წარმატებულ და ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას გისურვებთ!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ შაუმიანის N2 საჯარო​ სკოლის პედაგოგები, დირექტორის ხელმძღვანელობით პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203