თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-09-2022
თბილისის N120 საჯარო სკოლაში აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეები ყოველ წელს, სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს პატივს მიაგებენ ომის მსხვერპლთ, იმ ადამიანებს, ვინც ამ ტრაგიკულ ომში დაიღუპა. 

„1993 წლის 27 სექტემბერი - ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა!

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია სოჭის 27 ივლისის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღეს გაგრძელდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი, რომლებიც შემდეგ დახვრიტეს. დიდება მათ ხსოვნას“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203