შაუმიანის N1 სკოლის დირექცია პედაგოგ ირინა მარდიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
27-09-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ ირინა მარდიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

ირინა მარდიანი მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია. ის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წარმატებას უსურვებენ. 

„ირინა მარდიანს ვულოცავთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203