ნიჯგორის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს
27-09-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზიმო ვითარებაში დაიწყო. 

დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და სკოლის კარი ენთუზიაზმით შეაღეს. პატარებმა წაიკითხეს ლექსებიც და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203