აფხაზეთის N22 სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
27-09-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და V-VI კლასის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მათ ბორჯომში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

გარდა ამისა, სკოლაში საუბრები „გვახსოვდეს აფხაზეთი“ გაიმართა. პედაგოგმა ფიქრია სტურუამ მოსწავლეებს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების შესახებ მოუყვა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით, სულგანაბულნი უსმენდნენ. 

აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203