კერძო სკოლა „თაობაში“ პირველკლასელებს დაუვიწყარი დახვედრა მოუწყეს
27-09-2022
ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“ ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

სკოლაში განსაკუთრებული მიღება პირველკლასელთათვის მოეწყო, რომელთათვისაც სახალისო და სპორტული აქტივობები მოეწყო. სწავლის დაწყების პირველი დღე პატარა მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი და მეტად ემოციური იყო.

სკოლის დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203