სასწავლო წლის დაუვიწყარი დასაწყისი დმანისის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის
27-09-2022
დმანისის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ შორის იყო მე-4 კლასის დამრიგებელიც. ის მონატრებულ მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდა. მორთო საკლასო ოთახი და სწავლის დაწყების დღე პატარებისთვის დაუვიწყარი გახადა.
სკოლაში მოსწვალეებიც დიდი სიხარულით მივიდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
„გილოცავთ მეოთხე კლასში მობრძანებას! წარმატებები“,- წერია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს