მეძიბნის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27-09-2022

დღეს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით წარიმართა.

ღონისძიება სკოლის დირექტორმა სერგო დუმბაძემ გახსნა, შემდეგ კი სიტყვა სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს შერმადინ თურმანიძეს გადასცა. 

შერმადინ თურმანიძემ ისაუბრა ისტორიულ მოვლენებზე და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე აფხაზეთში.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, როგორც ყველგან, მეძიბნის საჯარო სკოლაშიც დროშები დაეშვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203