თბილისის N174 სკოლის ბეჯითი მოსწავლე სანდრო კალმახელიძე izrune.ge-მ წარმატების დამადასტურებელი დიპლომით დააჯილდოვა
27-09-2022

თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლე, წარმატებული „იზრუნელი“ სანდრო კალმახელიძე izrune.ge-მ დააჯილდოვა. 

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის სანდროს სკოლაში გაეგზავნა სპეციალური დიპლომი, დასტურად საქართველოს რეგიონების შეცნობისა. ბეჯით მოსწავლეს წარმატების დიპლომი სკოლის მზრუნველმა პედაგოგმა მაია გაბრუაშვილმა გადასცა.

izrune.ge ულოცავს სანდროს მიღწეულ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203