მუკუზნის საჯარო სკოლის ბეჯით მოსწავლე ბარბარე ბერიშვილს izrune.ge-მ წარმატების დამადასტურებელი დიპლომი სკოლაში გაუგზავნა
27-09-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლე, წარმატებული „იზრუნელი“ ბარბარე ბერიშვილი izrune.ge-მ დააჯილდოვა. 

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის ბარბარეს სკოლაში გაეგზავნა სპეციალური დიპლომი, დასტურად საქართველოს რეგიონების შეცნობისა. ბეჯით მოსწავლეს წარმატების დამადასტურებელი დიპლომი პედაგოგმა ნანა კირკიტაძემ გადასცა.

izrune.ge ულოცავს ბარბარეს მიღწეულ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203