ალპანის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა
27-09-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგი შეიმუშავეს.კვირეულის ფარგლებში უკვე გაიმართა შეჯიბრი მინი-ფეხბურთში. მასში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია სპორტის უფროსი მასწავლებელს დავით ფრუიძის ღვაწლი. მან მოსწავლეები კვირეულის მიმდინარეობაში აქტიურად ჩართო. რითვისაც პედაგოგს სკოლა მადლობას უხდის.
კვირეული 30 სექტემბერს, ევროპის სპორტის დღის აღნიშვნით დაგვირგვინდება.
„სასკოლო სპორტის კვირეულში უნდა ჩავერთოთ ყველა, რადგან ეს მარტივი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია!“ ჰოდა, ჩავერთეთ კიდეც! მადლობა სპორტის უფროს მასწავლებელს დავით ფრუიძეს ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისათვის! მადლობა ჩვენს მოსწავლეებს! დიახ, „ვისწავლოთ გამარჯვება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს