„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „სხივი“ მაღალი ხარისხის ნიშანს ატარებს“- კერძო სკოლა „სხივმა“ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა ​​
27-09-2022
მარტვილის კერძო სკოლამ „სხივი“ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. 

სკოლამ კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით გადალახა და მიზანს მიაღწია. ამით კი სასკოლო საზოგადოება ძალიან ბედნიერია. 

აღსანიშნავია, რომ „სხივში“ სასწავლო პროცესი მთლიანად მოსწავლეთა ინტერესებზეა მორგებული. სკოლაში მათი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამიტომაც „სხივის“ მოსწავლეები არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. 

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „სხივი“ მაღალი ხარისხის ნიშანს ატარებს. ავტორიზაცია წარმატებით გავიარეთ და ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას მორიგი გამარჯვებებისაკენ...
ჩვენ არასდროს ვუღალატებთ არჩეულ გზას. წარმატებული მომავალი იქმნება „სხივში“! გილოცავთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203