საბეჭისის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კლუბმა - „კლდეკარი“ მუშაობა წარმატებით განაახლა
27-09-2022

26 სექტემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მუშაობა განაახლა ​გეოგრაფიის კლუბმა - „კლდეკარი“.

კლუბის კურატორი ნინელი ვიბლიანი გახლავთ. 

კლუბის მუშაობის მიზნებია:

  1. საინტერესო გეოგრაფიულ ობიექტებზე ინფორმაციის მოძიება, კვლევის ჩატარება და ანალიზის გაკეთება.
  2. მოსწავლეთა დაინტერესება საგნით, მოტივაციის ამაღლება და მათი ჩართვა სასკოლო აქტივობებში .
  3. მოსწავლეებს განუვითარდეთ და გაიაზრონ საკუთარი ქვეყნის ინტერესების, ღირსშესანიშნაობების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კლუბის მუშაობაში ხალისითა და ინტერესით არიან ჩართულნი და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203