საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მშვიდობის საერთაშორისო დღეს თემატური ნახატების გამოფენა მიუძღვნეს
27-09-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „მართვე“ მშვიდობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნა.

კლუბის წევრებმა მშვიდობის დღეს ნახატების გამოფენა მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ნამუშევრების საშუალებით მსოფლიო მოსახლეობას მშვიდობისკენ მოუწოდეს. „მშვიდობა მსოფლიოს!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს სკოლის სამოქალაქო კლუბი, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას ხშირად მართავს. 

მშვიდობის საერთაშორისო დღე ყოველ წელს 21 სექტემბერს გლობალური ცეცხლის შეწყვეტის და ძალის არგამოუყენებლობის მხარდასაჭერად აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს დაარსა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203