ჩხარის N1 სკოლის სამმა პედაგოგმა ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარა
26-09-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები შორენა მაჩიტიძე, თალიკო ყვავაძე და სალომე ბარდაველიძე ლიდერი მასწავლებლის კურსში მონაწილეობდნენ.
მათ, USAID საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
აღნიშნული კურსის თემა იყო „ქოუჩინგი მცირე ჯგუფებში საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებისა და რესურსების, განმავითარებელი შეფასების, დიფერენცირებული სწავლებისა და მასწავლებელთა გუნდური მუშაობის საკითხებზე“.
ის 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
სკოლაში მასწავლებელთა მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს