ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პედაგოგები - მაია გიორგაძე და თამარ ქოჩიაშვილი პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
26-09-2022
დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მაია გიორგაძე და თამარ ქოჩიაშვილი ლიდერი მასწავლებლის ტრენინგ-კურსში მონაწილეობდნენ.
მათ, USAID საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
აღნიშნული კურსის თემა იყო „ქოუჩინგი მცირე ჯგუფებში საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებისა და რესურსების, განმავითარებელი შეფასების, დიფერენცირებული სწავლებისა და მასწავლებელთა გუნდური მუშაობის სახკითხებზე“.
ის 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
სკოლაში მასწავლებელთა მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს