წალენჯიხის N4 სკოლის მოსწავლე ნია კანკიამ საჯარო გამოსვლების კონკურსში გაიმარჯვა
26-09-2022
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნია კანკიამ ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ საჯარო გამოსვლების კონკურსში დიდ წარმატებას მიაღწია. 

პირველ ეტაპზე, თემა შეირცა და მოსწავლე გოეთეს ინსტიტუტში გამართულ კონკურსზე მასწავლებელ სალომე ზარქუასთან ერთად, მიიწვიეს. ნია კანკიას გამოსვლამ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

მას იტალიური ენის სრული ონლაინ კურსი დაუფინანსდა და ბიბლუსის 50-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მოსწავლე-მასწავლებელს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203