კეხიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
26-09-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც ხალისით არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში და ჩვენს პლანეტაზე გულმოდგინედ ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დასუფთავების საერთაშორისო დღე. 

კეხიჯვარის საჯარო სკოლელებმა სოფლის ცენტრალური ქუჩა დაასუფთავეს. გარემოსდაცვით აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და არსებული ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203