„ვულოცავთ მას! კიდევ ბევრჯერ გვეამაყოს!“ - წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლე არსენ კვარაცხელიას მორიგი სპორტული წარმატება 
26-09-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

სკოლის ერთ-ერთი ასეთი საამაყო მოსწავლეა მეათეკლასელი არსენ კვარაცხელია, რომელიც წარმატებული მოჭიდავე გახლავთ. მან ახლახანს, წალენჯიხის N2 სკოლელების სიამაყის მიზეზი კიდევ ერთხელ მისცა და შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლე წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის წარმატებული და საამაყო მოსწავლემ, არსენ კვარაცხელიამ მორიგი წარმატება მოიპოვა ჭიდაობაში და პირველი ადგილის მფლობელი გახდა! ვულოცავთ მას და გვსურს, კიდევ ბევრჯერ გვეამაყოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203