ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „ევროკავშირი და საქართველო“,​ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
26-09-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში თემაზე - „ევროკავშირი და საქართველო“ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. 

მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ყარამან ბერიძე უძღვებოდა. მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზების შესახებ ისაუბრა და მოსწავლეებს საინფორმაციო ვიდეოები აჩვენა. 

შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სკოლა ყარამან ბერიძეს მადლობას უხდის.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203