ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების მსოფლიო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნეს
26-09-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც გარემოზე აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დასუფთავების მსოფლიო დღე. 

ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები შეუერთდნენ მსოფლიო აქციას და შერჩეულ ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203