ბოლნისის N1 სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი, დიდი ზარ-ზეიმით, ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს
26-09-2022
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო.
გაიმართა მასშტაბური მირება, სადაც სწავლის დაწყება ერთმანეთს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიულოცეს. ეზოში განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს