ხონის N3 საჯარო სკოლაში კლიმატის კვირეული გაიმართა
26-09-2022
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კლიმატის კვირეული გაიმართა. 

მისი მიზანი კლიმატის ცვლილებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება იყო. 

მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

გაიმართა პრეზენტაციებიც, რომელთა მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.

მათ სკოლა მადლობას უხდის. 

„მადლობა სამოქალაქო კლუბის წევრებს და მადლობა ნინო მასწავლებელს საინტერესო პრეზენტაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203