წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იდეათონში მონაწილეობდნენ
26-09-2022
წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „იდეათონი სოციალური ცვლილებებისთვის“, მონაწილეობდნენ. 

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ის საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან 50-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. 

მასში წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაია გრიგორიანი, ანი ნანსყანი, ლიზი რეზესიძე, მარიამ ვიბლიანი და ნინი ფირცხელანი მონაწილეობდნენ, რისთვისაც სერტიფიკატები და მცირე საჩუქრებიც დაიმსახურეს.

„ეს იყო ერთგვარი შეჯამება ერთწლიანი მუშაობისა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული წალკის პირველისაჯაროელები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203