საქობოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი დაიწყებს მუშაობას
26-09-2022
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს სამოქალაქო განათლების კლუბი - „მომავალი ჩვენია“.

კლუბის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ცოცხალი შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ VII-X კლასის მოსწავლეებს.

კლუბს პედაგოგი დოდო ჭყონია უხელმძღვანელებს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბში გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ ხელმძღვანელ პედაგოგს 1-ელ ოქტომბრამდე მიმართონ. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203