თელავის N8 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ
26-09-2022
თელავის N8 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - თიკა სუხიტაშვილს, ლიკა ჯოხარიძესა და ელდარ ჯოხარიძეს სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს. 

ისინი ოქროსმედალოსნები არიან.

კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. მისი ინიციატორი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილია. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოება ტრადიციულ სახეს მიიღებს. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მიმართა. მერმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლებული თაობა წარმატებული ქვეყნის მთავარი წინაპირობაა.

ვერცხლისმედალოსნების წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებისთვის 500 ლარი იყო განკუთვნილი. 

სკოლაში კურსდამთავრებულების მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203