ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლეებმა ნახატების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში წარმატება მოიპოვეს
26-09-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნახატების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ბათუმში გაიმართა. ნახატები მოსწავლეებმა - ირინე ჭეიშვილმა, ნანა ლაღაძემ, მარიამ გამეზარდაშვილმა, თამარ გუბელაძემ და მარიამ ბაზაძემ წარადგინეს. 

მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. შედეგად, პირველი ადგილი მოიპოვეს და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგ ეთერ გოგელიძესაც.

სკოლაში მოსწავლეთა მიწევით ამაყობენ. 

„ეს დიდი წარმატებაა არამარტო პირველი სკოლის, არამედ მთელი სოფლისათვის. გილოცავთ ძვირფასებო, ამ უდიდეს წარმატებას. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით, N Studia-ს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203