„შევებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას!“ - ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქცია გამართეს
26-09-2022

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებაში რთავენ. 

ამჯერად სკოლის მოსწავლეები კლიმატის კვირეულს შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა, კლიმატის კვირეულთან დაკავშირებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გამართეს აქცია - „შევებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას“.

მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებების შესახებ.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები, მნიშვნელოვანი გზავნილებით და თანატოლებს მოუწოდეს ერთად გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები ჩვენი პლანეტის მომავლის გადასარჩენად.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ ნინო ზირაქაძე და ლია ტყემალაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203