ბათუმის N10 სკოლის წარმატებულ მეორეკლასელებს izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში აქტიური მონაწილეობისა და ბრწყინვალე შედეგებისთვის დიპლომები გადაეცათ
26-09-2022

ბათუმის N10 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები izrune.ge-ს მზრუნველი ოჯახის აქტიური და წარმატებული წევრები არიან.

დავით გიორგაძემ, ნინი სურმანიძემ, ანასტასია ხაჩატურიანმა, ნინი ბოლქვაძემ, და ანრი ხოზრევანიძემ უკვე მიიღეს izrune.ge-სგან სკოლაში თავისი დიპლომი, საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“ აქტიური მონაწილეობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203