ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში სამი ახალი მასწავლებელი ჰყავთ. სკოლამ ვაკანსიები გამოაცხადა, შედეგად კი ისტ-ის მასწავლებლის პოზიცია ეკა შატაკიშვილმა, მათემატიკის მასწავლებლის - ლია ქარქაშაძემ, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის - ნელი ციმნარიძემ დაიკავა.
კოლეგები მათ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
„სამი ახალი მასწავლებელი შემოემატა ჩვენს სკოლას...
გილოცავთ ძვირფასო კოლეგებო! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე.