საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ენების ევროპული დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
26-09-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ენების ევროპული დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები შესაბამის აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ განვითარებაზე ყოველდღიურად, აქტიურად ზრუნავენ.

ევროპის საბჭოს ინიციატივით, 2001 წლიდან, ენების ევროპული დღე ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მოუწოდოს ევროპის მოქალაქეებს ისწავლონ ენები, აღნიშნონ და დააფასონ ევროპის კულტურული მრავალფეროვნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203