ყელქცეულის საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
26-09-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში შიდა ქართლში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელ ციკო შაქარაშვილსა და სტაჟიორ მარიამ ისპირიანს უმასპინძლეს.

მათ სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც უფროსკლასელები და მასწავლებლები დაესწრნენ. საუბრის თემა ნატო და ევროკავშირი იყო. შეხვედრის მიმდინარეობაში ყველა დიიდ ინტერესით ჩაერთო, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

სტუმრებმა მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მათ სკოლა მადლობას უხდის. 

„მადლობა სტუმრებს საინტერესო და საჭირო ინფორმაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203