ყელქცეულის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ საზეიმო დახვედრა მოუწყო
26-09-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მოსწავლეებს, პედაგოგებასა და მშობლებს სწავლის დაწყება დირექტორმა მარინე ტაბატაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სკოლაში წელს 2 პირველკლასელი მიიღეს, მათ განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, შემდეგ კი კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაესცეს. 

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
 
„გილოცავთ, ჩვენო საყვარელო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო და ჩვენი სკოლის გულშემატკივრებო!
წარმატებებს გისურვებთ დიდი სიყვარულით. სასწავლო პროცესი დავიწყეთ განახლებული რეკომენდაციების შესაბამისად“,- აღნიშნულია დირექციის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203