ბათუმის N9 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო
26-09-2022
ბათუმის N9 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც ანსამბლი „მარეთი“ მონაწილეობდა. სწორედ მათ გახსნეს სასწავლო წელი. შესრულებულმა ნომერმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს