სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩაჩუას izrune.ge-ს დიპლომი საზეიმოდ გადაეცა
26-09-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩაჩუა izrune.ge-ს მზრუნველი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრია.

მოსწავლე ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და izrune.ge-ს შემეცნებით და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის. 

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“ აქტიური მონაწილეობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის გიორგის სკოლაში გადაეცა izrune.ge-ს დიპლომი.

მისი მზრუნველი კლასის დამრიგებელი გალინა ზოლოტოვა გახლავთ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203