იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პირველმა მასწავლებელმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო
26-09-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებულად, უდიდესი სიხარულით შეეგებნენ. 

კლასის დამრიგებელი გოარ თოროსიანი მოსწავლეების დასახვედრად დიდი სიყვარულით მოემზადა. მან საკლასო ოთახი მორთო და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნა. პედაგოგმა პირველკლასელებს სკოლაში შესვლის დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია. 

მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203