ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ
26-09-2022
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

კურსდამთავრებულმა მარიკა რიჟვაძემ ბათუმის საერთაშორისო აკადემიაში ფარმაციაზე, ანრი მელაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურაზე, შოთა აბულაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გემის ელექტრო მექანიკაზე, ხოლო ნინი მელაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩააბარა. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.

„დირექცია ჩვენი სკოლის წარმატებულ და მიზანდასახულ კურსდამთავრებულებს ულოცავს სწავლის გაგრძელებას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მოხარული ვართ, რომ მომავალი ღირსეულ თაობას შთამომავლობით გადაეცემა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203