ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობენ
26-09-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ. 

პროექტი „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში Energy Training Center of GNERC დაიწყო. 

მისი მიზანია სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის, როგორც ენერგიის წყაროს, საკითხებში რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით დაინტერესება, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. 

სკოლა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203