თბილისის N141 სკოლის მეშვიდეკლასელი ვახო ცინცაძე მოსწავლეთა კონფერენციაზე ღირსეულად წარდგა
26-09-2022
თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ვახო ცინცაძე „მოსწავლეთა ეროვნულ კონფერენციაში“ მონაწილეობდა. 

კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში გაიმართა, სკოლიდან კი ვახო ცინცაძის პროექტი შეირჩა. მოსწავლემ მასზე დიდი მონდომებითა და ინტერესით იმუშავა. შედეგიც შესაბამისი იყო. მის ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოწონება დაიმასხურა. 

ვახო ცინცაძის პედაგოგი ელა დოღაძეა, ის მოსწავლის განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

„სკოლა მადლობას უხდის ვახო ცინცაძეს გაწეული შრომისთვის და ამაყობს, რომ ჩვენი სკოლის ღირსეული მოსწავლეა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203