რუსთავის N8 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
23-09-2022

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ რუსთავის N8 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 

აღიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სკოლა არაერთი საინტერესო აქტივობაში ჩაერთო. კერძოდ, გაიმართა „ახალგაზრდა მწერლების კონკურსი“, ევროპული დროშების გამოფენა და მისალმება, ჩაიწერა და შესრულდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნი, დამზადდა პოსტერები. გარდა ამისა, მოსწავლეები ლიტერატურულ და ფოტო კონკურსში - „ევროპა ჩემს გარშემო“, მონაწილეობდნენ. ასევე, ჩატარდა ინტერაქტიული თამაშები: Where am I?, Which language is it?, Guessing Quotes?, Intellectual game “Europe” და სხვა.

„ევროპის საბჭოს ინიციატივით, ენების ევროპული დღე ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მოუწოდოს ევროპის მოქალაქეებს ისწავლონ ენები, აღნიშნონ და დააფასონ ევროპის კულტურული მრავალფეროვნება“,- წერია სკოლის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203