ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს
23-09-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს. 

მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ბაბუაძე და მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ჯაფარიძე 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებულები არიან. 

მარიამ ბაბუაძემ წარმატებას ინგლისურ ენაში მიაღწია, მისი მასწავლებელი სოფიო გვენეტაძეა. გიორგი ჯაფარიძემ კი - ისტორიაში და მისი მასწავლებელი ლალი კეჭყემაძეა.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეები ხშირად გვანებივრებენ სხვადასხვა კონკურსში წარმატებულად ასპარეზობით. გვეამაყებით და გისურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203