თბილისის N71 საჯარო სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გამართა
23-09-2022
თბილისის N71 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის კურსდამთავრებულმა ლაშა თოთლაძემ, რომელიც Flex-ის პროგრამის ფინალისტია და ამერიკაში ერთი წელი გაატარა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერეოდ ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. სკოლა კურსდამთავრებულს დიდ მადლობას უხდის. 

„დარწმუნებული ვართ, ლაშას, ბევრი კურსდამთავრებული მიბაძავს კეთილი საქმის კეთებაში. სასიხარულოა, რომ ისინი თავისი ღირებულებებითა და დამოკიდებულებებით განსხვავებულები არიან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203