დაბა ბედიანის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა
23-09-2022
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი თუ სპორტული უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით ჩაერთო სკოლა კვირეულშიც. 

ევროპის სპორტის კვირეული არის ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული.

„ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90% როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში, არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203