დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემო დაასუფთავეს 
23-09-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 
 
მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ნარჩენები სკოლისა და სოფლის ტერიტორიაზე შეაგროვეს. ისინი სამუშაოებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 
 
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ, შესაბამისად, მის სისუფთავეზეც ზრუნავენ. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203