ალმატის საჯარო სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა
23-09-2022
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულით, ენთუზიაზმით შეაღეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს