ცოდნის დღესასწაული ჭალის საჯარო სკოლაში
23-09-2022

15 სექტემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ჟრიამულითადა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

სკოლის დირექციამ დირექციამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს საზეიმო მიღება მოუწყო და სწავლის დაწყების პირველი დღე მიულოცა. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა.

სკოლაში მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და მათ წამახალისებელი სიგელები გადასცეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მისულ მოსწავლეებს, ტრადიციულად, სამაგალითოდ მოწესრიგებული და მათი ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ჭალის საჯარო სკოლა ულოცავს ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას უსურვებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203