საგვაზავოს საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა საზეიმოდ შეაღეს
23-09-2022

15 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, ქვეყნის სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. გამონაკლისი არც აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლა ყოფილა.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო მიღება მოუწყეს და ტრადიციულად, მოწესრიგებული და მათ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს. 

სკოლის მთელმა შემადგენლობამ სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ საგვაზავოს სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203