აბაშის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
23-09-2022
აბაშის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

მათ შორის იყო პირველი კლასის დამრიგებელი. მან მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა, სწავლის დაწყება მიულოცა და პირველკლასლეების ფოტოებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა. 

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203