თამაკონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ
23-09-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

მათ სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვეს. 

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან: თამარ გაბუნია, ანა ჯგერენაია, კესო ფირცხელავა და გვანცა გეგელია. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, დირექტორი აზა გადელია ულოცავს და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. 

„გილოცავთ ნანატრ სტუდენტობას სულ წარმატებები მიზნისკენ მიმავალ გზაზე ოჯახისა და ქვეყნის გასახარად“,- წერს დირექტორი აზა გადელია. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203