პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სწავლის პირველ დღეს საზეიმო დახვედრა მოუწყეს
23-09-2022

15 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, ქვეყნის სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. გამონაკლისი არც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლა ყოფილა. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს. 

სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობაზე და მათ საზეიმოდ მორთული სასწავლო გარემო დაახვედრეს. ყველაზე პატარებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ბევრი იმხიარულეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამის მაგალითია სათხუთმეტსექტემბრო საზეიმო მიღება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203